ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა პირველად ბაზრისათვის და მეორადი ბაზრისათვის შექმნილი ფილტრები იდენტური ხარისხის???
პირველადი ბაზრის ფილტრები ხარისხით არის ზუსტად იგივე როგორიც არის  მეორადი ბაზრებისთვის შექმნილი. ყველა ფილტრი გამოშვებულია ერთი და იგივე მწარმოებლური ხაზით.
როგორ უნდა შევარჩიოთ შესაბამისი ფილტრი ჩვენი ტრანსპორტისათვის?
ჩვენი კატალოგი, რომელიც განთავსებულია საიტზე, მოგცემთ საშუალებას მონახოთ შესაბამისი მონაცემი თქვენი მანქანისთვის. მას შემდეგ რაც იპოვით ავტომობილს, რომელიც გაინტერესებთ ნახავთ კონკრეტული ფილტრის მოდელს, რომელიც გამოიყენება შესაბამის ავტომობილზე; ან თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე-  (995 32  )2 915 315 (*440)  გაყიდვების დეპარტამენტში, სადაც სიამოვნებით გაცემენ პასუხს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.
რომელი ფილტრი უნდა შემოწმდეს ავტოტექმომსახურებისას???

ავტომობილის ტექმომსახურებისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს ძრავის ზეთის ფილტრი, ჰაერის და საწვავის ფილტრი ( დიზელი და ბენზინი) , ასევე სალონის ფილტრი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რა არის ძირითადი ტექნიკური/კომერციული მახასიათებელი ფრამის ფილტრების????

თითოეულ ფილტრს გააჩნია თავისი მახასიათებელი, იმ კატეგორიის მიხედვით, რომელსაც ის მიეკუთვნება. ჰაერის ფილტრები იწყება შემდეგი ასოებით-  CA ან PA, სალონის ფილტრები - CF (for pollen filters) ან CFA (for activated carbon filters), დიზელის ფილტრები შეიძლება დაიწყოს  - C, G, P ან PS  -ით  , ზეთის ფილტრები - P, PH, C, CH; ხოლო საწვავის ფილტრები - G. ''პერფლუქსის'' ფილტრებისგან განსხვავებით, ფრამის ფილტრები არ განსხვავდება ფერების მიხედვით.

რა ტექნიკური მახასიათებლები და მასალები გამოიყენება ფრამის ფილტრების შეფუთვისას?

''ფრამმა'' არაჩვეულებრივად შეძლო შეექმნა შეფუთვა, რომელიც დააკმაყოფილებდა მომხმარებლის საჭიროებებს, თავისი ნათლათ დატანილი ნაწილის ნომრით, GENCOD მახასიათებლებით, ყველა თვისებით რომელიც ნათლად არის გამოსახული ყუთზე, ინსტალაციის ინსტრუქციისა და პროდუქტზე ყველანაირი ინფორმაციით.

რომელი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე შეიძლება იყოს გამოყენებული ფილტრი???
''ფრამის'' აკმაყოფილებს ყველა სანტრანსპორტო საშუალების მწარმოებელთა მიერ დადგენილ ფილტრაციის მოთხოვნებს, რაც არის დანერგილი ბაზარზე.
სად შეიძლება შევიძინოთ ფრამის ფილტრები???
ფრამის ფილტრები ხელმისაწვდომია ''`ვისოლ ავტო ექსპრესი~-ს'' სერვის ცენტრების ქსელში. თუ უფრო კონკრეტულად გსურს მიიღოთ ამის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დაუკავშირდეთ გაყიდვების დეპარტამენტს შემდეგ ნომერზე- (995 32  )  2 915 315 (* 440).
გამოყენებულ ზეთს რა ვუყო?

გადავასხა უკანა ეზოში? კანონის საწინააღმდეგოა!

ზეთების ხარისხი და მათი ბიოგახრწნა გაუმჯობესდა, მაგრამ ეს პროდუქტები შეიცავს დაბინძურების ნაწილაკებს, რომელებიც გარემოსთვის მავნებელია. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ზეთი სპეციალურ კონტეინერში მოათავსოთ, რომელიც ხელმისაწვდომია სუპერმარკეტების პარკირების ადგილებსა ან თქვენს სამეზობლოს გარაჟში.

შეიძლება ზეთით მომარაგება? არ გაფუჭდება?

დაკეტილ კონტეინერებში 0°C -ზე მეტ ტემპერატურის შენახვისას, თქვენი ზეთი შეინარჩუნებს თავის ყველა თვისებას. თუმცა, რეკომენდირებულია, რომ ღია კონტეინერები კარგად იყოს დალუქული წყლის შერევის აცილების მიზნით.

ზეთის როგორი შეფუთვა უნდა ავირჩიო?

თუ ზეთის შეცვლას თვითონ განახორციელებთ, დაგჭირდებათ 5-ლიტრიანი კონტეინერი, იმის გათვალისწინებით, რომ ზეთის საშუალო ტევადობა არის 4.5 ლიტრი.

თუ ამატებთ ზეთს შეცვლამდე, ერთ ლიტრიანი კონტეინერი იქნება საკმარისი: ის პარქტიკულია, ადვილი სახმარად და უფრო იაფი.

შეიძლება სხვა სიბლანტეს დონე ავირჩიოთ ზეთის შეცვლის დროს?

დიახ, სიბლანტე უნდა მოარგოთ სატრანსპორტო საშუალების პირობების გამოყენების მიხედვით, ასევე გარემოსა და კლიმატის პირობების მიხედვით.

რამდენად ხშირად უნდა იყოს შეცვლილი ზეთი?
  •   ყველაზე ცოტა ერთხელ წელიწადში
  • გამომშვებლის რეკომენდაციები შესაძლებელია იყოს შეცვლილი შემდეგი ინფორმაციის მიხედვით: გამოყენებული საპოხი მასალის, სატრანსპორტო საშუალების გამოყენების (ქვეყანა, ქალაქი, გზა), თერმული და მექანიკური მოთხვნების. 
  • არასდროს არ მართოთ ზეთით გასაზომის მაჩვენებლის მინიმუმის ქვემოთ ყოფნის შემთხვევაში. ამ მაჩვენებლის ქვემოთ ყოფნის დროს არ არის საკმარისი რაოდენობის ზეთი, შესაბამისად  სითხის უფრო სწრაფი ცირკულაცია მიმდინარეობს და დაჩქარებული ცვეთა ზეთზე.
  •  რეკომენდირებულია დონის გაზომვა რეგულარულად ყოველ 1000 კილომეტრზე და განსაკუთრებით გრძელვადიანი მგზავრობის დროს.
რატომ უნდა შევცვალოთ ზეთი?

ზეთის გამოცვლა არის აუცილებელი ოპერაცია სატრანსპორტო საშუალების უმაღლესი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ: 

  •   საპოხი მასალა აგროვებს დაბინძურების შიდა და გარე ნაწილაკებს (ნახშირბადების ნაწილაკებს, გაცვეთილი ლითონის ნაწილაკებს) 
  •  ზეთის ეფექტურობა იკლებს შემდეგი მიზეზების გამო: წყლით და საწვავით გაზავება, დაჟანგვა, დანამატების მოხმარება, გაკრეჭა. 
ყველა ზეთი არის მორგებული კატალიტური გარდამქმნელით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე?

პასუხი ამ შეკითხვაზე არის ნათელი: არა.

კატალიტური გარდამქმნელი შეხვდა ამ გამოწვევას, რომლის ფუნქციაც არის გამობოლქვილი გაზის წვის განხორციელება სანამ ის ატმოსფეროში გავა. იმისათვის რომ ვიზრუნოთ გარემოზე ზეთებმა უნდა შემოგვთავაზონ გაპოხვის მაღალი ხარისხი, უფრო კარგი გასაწმენდი და გასაფანტი ხარისხი, ასევე გოგირდისა და ფოსფორის დაბალი შემცველობა. ეს თვისებები არის აუცილებელი ზეთებისთვის, რომლებიც იქნება გამოყენებული ისეთ სატრანსპორტო საშუალებებში სადაც დამონტაჟებულია კატალიტური გარდამქმნელები. არა-ადაფტირებული ზეთის გამოყენებას შეუძლია ზიანი მიაყენოს კატალიტურ  გარდამქმნელს. სინთეტიკური საპოხი მასალები ფრიად რეკომენდირებულია თავისი ძირითადი შინაგანი თვისებების გამო.

რომელი ზეთი უნდა გამოვიყენოთ ტურბო შეკუმშულ სატრანსპორტო საშუალებებზე?

ტურბო-კომპრესორის გაპოხვისა და  ღერძის გაციების მოთხოვნილებების განხორციელებისათვის, ზეთი უნდა შეესაბამებოდეს ძალიან მკაცრ კრიტერიუმებს. ღერძი ძალიან მაღალ ტემპერატურას აღწევს გაზების გამონაბოლქვის სუახლოვის გამო. ზეთმა ღერძის შეუწყვეტელი გაპოხვა უნდა განახორციელოს, სხვა შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა მას მუდმივად დააზიანებს და შემდეგ ტემპერატურა ძალიან სწრაფად ძალიან მაღალ დონეს მიაღწევს. 

ეს პირობები გულისხმობენ იმას, რომ ზეთმა უნდა შესთავაზოს მნიშვნელოვანი გამწმენდი თვისებები, მნიშვნელოვანი ჟანგვისა და ნალექის დაგროვების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე განსაკუთრებულად მაღალი თერმული სიმყარე. შესაბამისად, ამ პირობებში ყველაზე რეკომენდირებული გამოსავალი არის სინთეთიკური ზეთის გამოყენება. ტურბო კომპრესორები ახასიათებს დიზელის ძრავებს, რადგან ბენზინის ძრავებისთვის ძალიან ადვილია იგივე ძალის დონეს მიღწევა სხვა საშუალებებით, მაგალითად ელექტრო ინიექცია, ცილინდრის თავის მრავალ-სარქველები, და ა.შ.

რა უპირატესობა აქვს ყველა სეზონზე გათვლილ ძრავის ზეთს?

ყველა სეზონზე გათვლილი ზეთი ის არის, რომლის თვისებებიც ხელოვნურად მოდიფიცირებულია ტემპერატურის ცვლილებასთან სიბლანტეში ცვლილებების შემცირებისთვის. ყველაზე სეზონზე გათვლილი ზეთი უფრო თხევადი იქნება დაბალი ტემპერატურის დროს და უფრო ბლანტი მაღალი ტემპერატურის დროს სეზონურ ზეთთან შედარებით.

კერძოდ ეს იმას ნიშნავს, რომ:

  • როდესაც სატრანსპორტო საშუალება არ არის გამოყენებაში ( რამოდენიმე სათის განმავლობაში), ძრავას ზეთი ძრავას კარტერში დაიშვება ისე, რომ დაძვრის დროს დროის გარკვეული რაოდენობა არის საჭირო (რამოდენიმე მიკროწამი) იმისათვის, რომ თავიდან მიაღწიოს ძრავას იმ ყველა ნაწილს რომელიც გასაპოხია. რადგან ყველა სეზონზე გათვლილი ზეთი უფრო თხევადია დაბალი ტემპერატურების დროს, ის აღწევს სხვადასხვა ძრავას შემადგენელ ნაწილს უფრო სწრაფად ვიდრე სეზონური ზეთი და ამით ცვეთას ამცირებს დაძვრის დროს. 
  •  ყველა სეზონზე გათვლილი ზეთი შესაძლებლობას აძლევს „ზეთის ეკონომიას“ 1.5%-დან 3%-მდე სეზონურ ზეთთან შედარებით.

ყველა სეზონზე გათვლილი ზეთი უფრო კარგად უზრუნველყოფს ძრავას დაცვას დაბალსა და მაღალი ტემპერატურების დროს ვიდრე სეზონური ზეთი, ამის განხორციელების დროს ძრავას საოპერაციო ტემპერატურის დიაპაზონში ისინი ოპტიმალურ სიბლანტეს ინარჩუნებენ.

რა უპირატესობა აქვს ახალი ტექნოლოგიების თვალყურის დევნას?

ტექნოლოგიების სივრცეში, ძრავას საპოხი მასალები უნდა მჭიდროდ განვითარდეს უფრო კარგი მუშაობის დონეების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია ძრავას განვითარებასთან, გამოყენებასთან, გამომშვებლების მოთხოვნებთან და მომხმარებლებისა და კანონმდებლების მოთხოვნებთან:

  •               უფრო მკაცრი გარემოს მოთხოვნები,
  •                ძრავას ძალაში მუდმივი ამაღლება,
  •               ზეთის კარტერის უფრო დაბალი ტევადობა,
  •     უფრო გრძელი პერიოდები ზეთის გამოცვლების შორის.

მოქმედების პირობები ასევე შეიცავენ:

  • გზატკეცილების უფრო ფართო ქსელები და უფრო მაღალი წლიური საშუალო გავლილი კილომეტრები; 
  • ქალაქში ტარების პირობების გაუარესება. 

რა უპირატესობები აქვს ხარისხიან ზეთს?

 

კარგი ხარისხიანი ზეთი თავაზობს ავტომობილისტებს შემდეგ უპირატესობებს:

  •    უფრო ადვილი ცივი დაძვრა და ცვეთის შემცირება (20-30%-მდე ძრავას ცვეთა ხდება მანქანის დაქოქვიდან სანამ ძრავა მიაღწევს ოპტიმალურ ტემპერატურას),
  •    ძრავას უფრო გრძელვადიანი ცხოვრება,
  •    საწვავის დაზოგვა მოძრავი ნაწილების შემცირებული ფრიქციებისა და ძრავას უკეტესად მუშაობის შედეგად.

 

რას აკეთებს საპოხი მასალა?

 

სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი მფლობელისთვის ცნობილია, რომ საპოხი მასალები არსებითად მნიშვნელოვანია თქვენი ძრავას სწორედ მუშაობისათვის:

Ø  ძრავას ცხელი ადგილებისა და მოძრავი ნაწილების გაციება

 

  •    ძრავას ნაწილების სისუფთავის უზრუნველყოფა
  •    ძრავას ნაწილებს შორის გერმეტიულობის უზრუნველყოფა
  •    ძრავას შიდა ზედაპირების დაცვა დაჟანგვისგან

 

დანამატები თავის მხრივ ეხმარებიან, საწმენდი საშუალებებით, დისპერსანტებითა და  დანამატებით და ჟანგვის საწინააღმდეგოთ. 

 

ზეთი უნდა იყოს შევსებული?

ინციდენტების ასარიდებლად ძრავას ზეთის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს. ზეთის მცირე რაოდენობა, რომელიც ცირკულირებს ძრავაში ყოველთვის იწვება (კარგ მდგომარეობაში ძრავა ხარჯავს 0.2-დან 0.5-მდე ზეთის ლიტრს ყოველ 1000 კილომეტრზე), მაგრამ თანმიმდევრული შევსებები არ არის ზეთის შეცვლის მონაცვლე.

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ძრავა ხარჯავს ზეთის მცირე რაოდენობას, რომელიც შესაძლებელია იყოს დაფარული შევსებებით ზეთის გამოცვლამდე; თუმცა, გადაჭარბებული შევსებების საჭიროება შესაძლებელია იყოს მექანიკური პრობლემების მანიშნებელი (გაჟონვები, და ა.შ.) 

რა იწვევს ზეთის წნევის ვარდნას?

სატრანსპორტო საშუალების ნორმალურად მუშაობის დროს, ზეთი ძალიან მნიშვნელოვანია გერმეტიულობის უზრუნველყოფისათვის წვის კამერასა და ძრავას კარტერის შორის. ზეთის წნევის ინდიკატორი აჩვენებს რამდენად კარგად ეს ხერხდება.

უჩვეულო ზეთის წნევის ვარდნა შეიძლება იყოს გამოწვეული ან ძრავას ზეთის დაბალი სიბლანტით გამოწვეული საწვავის გაზავებით (ინჟექტორის პრობლემა ან დაბალი დატვირთვით გამოყენება);  საპოხ სისტემაში ძალიან მცირე რაოდენობის ზეთი (გამოწვეული ზეთის გაჟონვით, ზეთის ზედმეტი რაოდენობის მოხმარებით, ან ზეთის ცირკულაციის ტუმბოს წარუმატებლობა); ან თუნდაც მექანიკური ნაწილის გაცვეთა. 

შეიძლება მანქანის ძრავის ზეთი გამოვიყენო მოტოციკლეტისთვის?

არა, რადგან მოტოციკლეტის ოთხცილინდრიანი ძრავები არ მუშაობს იგივე პირობებში რაც ავტომობილის ძრავები. (უფრო მაღალი ბრუნვათა რიცხვი წუთში და ტემპერატურა). ძრავას საპოხი მასალა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გადამცემი კოლოფისა და მომჭერის გაზეთვისთვის, რომელსაც ესაჭიროება უაღრესად დიდი წნევის დანამატებით ფორმულა. ამავდროულად, მგზავრების სატრანსპორტო საშუალების საპოხი მასალები შეიცავს სარეცხ დანამატებს ნაცრის დიდი შემცველობით. მოტოციკლეტის ძრავაში ისინი იწვევენ ნარჩენების ფორმირებას სარქველის მექანიზმსა და პორშნის ფსკერზე , რის შედეგად შეიძლება მოხდეს სარქველის გადაწვა ან პორშნის გახვრეტა. 

 

 

შეიძლება ორი სხვადასხვა ტიპის ზეთი ერთმანეთს შევურიო?

საპოხი მასალები ყოველთვის შემუშავდება ისე რომ საერთაშორისო კლასიფიკაციების (API,ACEA) მოთხოვნილებებს შეესაბამებოდეს. თუმცა, არსებობს ბევრი საშუალება განსაკუთრებული სახეობის საპოხი მასალების შექმნისთვის. იმ ორი ზეთის შერევამ, რომელებსაც ერთნაირი თვისებები გააჩნიათ არ შექმნიან პრობლემას, მაგრამ საბოლოო შედეგის გარანთია შეუძლებელია. ყველა სავაჭრო ზეთები (ბენზინის ან დიზელის ძრავისთვის, მინერალური თუ სინთეთიკური) არის შერევადი. თუმცა, იმ ორი ზეთის ხარისხის კომბინაცია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ზეთზე დაბალია

შეიძლება გამოვიყენო დიზელის ძრავის ზეთი ბენზინის ძრავისთვის და პირიქით?

ბენზინისა და დიზელის ძრავებს აქვთ სხვადასხვა საპოხი მასალების მოთხოვნები. შემუშავების დროს, საპოხი მასალები გადიან ტესტების გარკვეულ რაოდენობას, რომლებიც განსაზღვრავენ მათ მუშაობას. ამ პროცესის ბოლოს მატ ენიჭებათ API ან ACEA/CCMC შესაბამისობის სტანდარტი. ეს სპეციფიკაციები განსაზღვრავენ საპოხი მასალის დაშვებულ ფუნქციონირებას ყოველი ტიპის ბენზინის ან დიზელის ძრავაში. საპოხი მასალები ოთხცილინდრიანი ძრავასთვის ჩვეულებრივ შეესაბამება ორივეს ბენზინის და დიზელის სპეციფიკაციებს. მაგალითად, საპოხი მასალა API SJ/CF შეესაბამება ბენზინის სპეციფიკაციებს SJ და დიზელის სპეციფიკაციებს CF. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ერთნაირად იმუშავებს ორივე ბენზინისა და დიზელის ძრავასთვის.

შეიძლება გადაცემათა კოლოფში იგივე ზეთი ჩავასხა რასაც ძრავაში ვასხამ?

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია გამოყენებულ ტექნოლოგიებზე. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ძველი სატრანსპორტო საშუალებისთვის დასაშვებია გამოყენებულ იქნას ერთი და იგივე საპოხი მასალა გადამცემ კოლოფსა და ძრავასთვის, ახალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოთხოვნილია სხვადასხვა საპოხი მასალა.

მწარმოებლის რეკომენდაციებს დაუჯერეთ. 

შეიძლება დანამატები შევურიო ზეთს?

1.  ჩვენი ზეთის კომპონენტები ისეა შეფარდებული რომ ოპტიმალურ შედეგს აღწევს. დანამატების შერევამ შესაძლებელია შექმნას უსარგებლო ნარევი და მავნეც იყოს.  ზოგი მწარმოებელი კრძალავს კიდევაც ზეთში დანამატების შერევას. 

img   img   img   img   img   img   img   img   img