ისტორია

,,ჩრდილოეთის გზა“ - ასე ითარგმნება ლათინურიდან ქართულად "ვიანორი" - სახელწოდება, საბურავების მწარმოებელი, ლიდერი კომპანიისა ჩრდილოეთის ქვეყნებში.

 ,,ვიანორი“ არის, ფინური კომპანია -  NokianTyres - ის ჯგუფის წევრი. ,,ვიანორი“ 1200-ზე მეტი სერვის ცენტრის მეშვეობით  მსოფლიოს 27 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოში, ,,ვიანორი“ ,,ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდია, რომელიც საქართველოს ბაზარზე, 2011 წლიდან ,,ვისოლ ავტო ექსპრესის“ სახელით დამკვიდრდა, თუმცა 2012 წლიდან მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორის“ სახელით განაგრძო ქსელის განვითარება. დღესდღეობით, ,,ვიანორს“ საქართველოში, ავტომომსახურების 20 ცენტრი გააჩნია, სადაც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთებისა და ავტონაწილების გარდა, ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და სხვა საავტომობილო მომსახურების უმაღლესი ხარისხით მიღება შეუძლიათ. ,,ვიანორის“ სერვის ცენტრებში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც საქმეს პროფესიონალურად გაუძღვება მანამ, ,,სანამ თქვენ ისვენებთ“.

,,ვიანორის“ საავტომობილო ზეთებისა და სხვა ავტონაწილების უმაღლესი ხარისხი განპირობებულია მსოფლიოს, ისეთ წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა:

  • Total / Fina
  • Chevron / Texaco
  • NokianTyres
  • Pirelli
  • Deta
  • ABS
  • Fram
  • Valeo

img   img   img   img   img   img   img   img   img