ლუბრიკანტის ეტიკეტი

 როგორ წავიკითხოთ სწორად ძრავის ზეთის კანისტრის ეტიკეტი

 
ეტიკეტი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას საზეთი მასალის მახასიათებლების შესახებ:
1.   სიბლანტე;
2.   საბაზო ზეთი;
3.   ძრავის ტიპი;
4.   სერტიფიცირებული მწარმოებელი;
5.   ნორმები.
1.საავტომობილო ზეთები, რომლებიც  საწვავის ეკონომიურ წვას უზრუნველყოფენ
საავტომობილო ზეთები, რომლებიც საწვავის ეკონომიურ წვას უზრუნველყოფენ მაქსიმალურად იცავენ ძრავს და ამცირებენ საწვავის ხარჯს. ისინი მრავალი სახისაა და გამოიყენება როგორც მსუბუქი, ასევე  სამრეწველო  და სატვირთო ავტომობილებისათვის http://www.total-fuel-economy-lubricants.com/
2. ძრავის ზეთის სიბლანტის ინდექსი
სიბლანტის ინდექსი შეიცავს ინფორმაციას ძრავის ზეთის სიბლანტე-ტემპერატურული  ცვლილების დონის შესახებ. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო დაბალია ზეთის სიბლანტე (ის ხდება უფრო თხელი).ქალაქში ექსტრემალური ექსპლუატაციის, გარემომცველი ჰაერის მაღალი ტემპერატურის და დაბინძურებული ატმოსფეროს პირობებში ძრავას ემუქრება გადახურების საფრთხე. ეს აძლიერებს ძრავის ზეთის სიბლანტის შემცირების პროცესს. აღნიშნული მიზეზების გამო აუცილებელია გამოვიყენოთ მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ძრავის ზეთი, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს სიბლანტის მისაღები დონე მაღალ ტემპერატურებზე და არ აქვს მიდრეკილება შესქელებისკენ (სიბლანტის მომატება) დაბალ (უკიდურესად ზღვრულ) ტემპერატურებზე.
საზეთი მასალების სიბლანტის ინდექსის განსაზღვრისათვის გამოიყენება კლასიფიკაცია SAE J 300.

3. საზეთი მასალის საფუძველი (ბაზისი)
საზეთი მასალები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი თვისებებით და მახასიათებლებით. საზეთი მასალის საფუძველს - მის ძირითად ინგრედიენტს - წარმოადგენს საბაზო ზეთი. ზეთის მთლიან შემადგენლობაში საბაზო ზეთი წარმოდგენილია 75-დან 90%-მდე და მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც მინერალური (ნავთობის), ასევე ნახევრადსინთეტიკური (ჰიდროკრეკინგის ტექნოლოგია) და სინთეტიკური წარმოშობა.
წამყვანი ევროპელი მწარმოებლების თანამედროვე საზეთი მასალები ძირითადად იწარმოება სინთეტიკური და ნახევრადსინთეტიკური საბაზო ზეთების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს მათი ხარისხის მაღალ დონეს.

4. ძრავის ტიპი
ძრავის ზეთის ეტიკეტზე მითითებულია იმ ძრავის ტიპი, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი – ბენზინის, დიზელის ან ორივე ერთად (უნივერსალური).

5. ავტომწარმოებლის სერტიფიცირება
წამყვანი ავტომწარმოებლების მიერ დამუშავებულია საკუთარი მეთოდების სერია, რომლებიც ითვალისწინებენ ძრავათმშენებლობის ყოველი სკოლის უნიკალურ ინდივიდუალურ მოთხოვნებს გამოსაყენებელი საზეთი მასალის მიმართ.
ძირითად სპეციფიკაციებს წარმოადგენენ:
  • მსუბუქი ავტომობილებისათვის: MERCEDES-BENZ, RENAULT,  BMW,  PEUGEOT-CITROEN (PSA), VW, FORD, PORCHE,  GM და სხვა.
  • სატვირთო ავტომობილებისათვის: MAN,  MERCEDES-BENZ , VOLVO, RENAULT, SCANIA, IVECO და სხვა.
ტოტალის-ის თანამედროვე საზეთი მასალების დამუშავებისას ფორმულის პროექტირების ეტაპზე უკვე ითვალისწინებენ ზემოთაღნიშნული მწარმოებლების მიერ მითითებულ ყველაზე ტექნოლოგიურ სპეციფიკაციებს.

6. საერთაშორისო სტანდარტები
ძრავის ზეთის ხარისხის ორ ყველაზე მეტად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) და ავტომწარმოებლების ევროპული ასოციაციის (ACEA) სპეციფიკაცია. TOTAL-ის ყველა საავტომობილო ზეთი აუცილებლად სერტიფიცირდება ზემოთაღნიშნული სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, რაც საკუთარი მომხმარებლებისთვის წარმოადგენს ხარისხის დამატებით გარანტიას. 
img   img   img   img   img   img   img   img   img