საერთაშორისო სტანდარტი

სიბლანტის ინდექსი

ავტოინჟინერთა გაერთიანება SAE (Society of Automotive Engineers)  ადგენს/განსაზღვრავს ზეთის თხევადობის ხარისხს (სიბლანტის ინდექსსმაღალ და დაბალ ტემპერატურებზე. ძრავის ზეთმა უნდა შეინარჩუნოს ეფექტურობა ამინდის პირობების მიუხედავად. (ტემპერატურული დიაპაზონი: -30°C -დან  + 40°C -მდე). SAE- 5W30 ხარისხის მაჩვენებელი მიუთეითებს, რომ საზეთ მასალას გააჩნია ეფექტური მუშაობის უნარი  დაბალ (-35°C) და მაღალ (+30) გარემო   ტემპერატურებზე.


მახასიათებლები

ამერიკული ნავთობის ინსტიტუტი (API) კლასიფიცირებას უკეთებს ძრავის ზეთებს სხვადასხვა კრიტერიუმების/თვისებების მიხედვით,როგორიცაა მაგალითად: რეცხვითი ფუნქციის ხარისხი,ცვეთის წინააღმდეგ ბრძოლა,კოროზიისგან დაცვა და ასევე მათი გამოყენებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.


ევროპული ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA) შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც დამოკიდებულია კატეგორიაზე და კლასზე. არსებობს ACEA- მიერ დადგენილი სამი კატეგორია:

  • და კატეგორია, რომელიც შეესაბამება ბენზინისა და დიზელის ძრავს (მსუბუქი ავტომობილბისთვის);
  • C კატეგორია, რომელიც შეესაბამება ბენზინისა და დიზელის ძრავს ევრო 4 სტანდარტის დროს;
  • E კატეგორია, რომელიც შეესაბამება დიზელის ძრავიან სატვირთო მანქანებს.


ევრო  სტანდარტები


ევროპის თანამეგობრობამ, 1990 წლის დასაწყისში, შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურების ხარისხის მაქსმიმუმს. სულ უფრო და უფრო მკაცრ და ამავე დროს წარმატებულ სტანდარტებს უწოდებდნენ - ევრო 1 (1993 .), ევრო 2 (1996 .), ევრო 3 (2000 .), ევრო 4 (2005 .), ევრო 5 (2008 .)ევრო სტანდარტების შემუშავების დროს ყურადღება გამახვილდა რამდენიმე ფაქტორზე, რათა მუდმივად გაეუმჯობესებინათ ჰაერის ხარისხი. ესენი იყო: ნახშირბადის მონოქსიდის და ასევე სხვადასხვა აზოტის ოქსიდების დონის შემცირება. ევრო სტანდარტები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომობილთა მწარმოებლების მიერ.ტოტალი ყოველთვის აწარმოებს ზეთებს, რომლებიც შეესაბამება ზემოთხსენებულ სტანდარტებს.


img   img   img   img   img   img   img   img   img