„ვისოლ ქარდი“ - “ვისოლი” ქართულ ბაზარზე საწვავის შესყიდვის ინოვაციურ ფორმას ნერგავს
თარიღი: 21.10.2015

“ვისოლი” ქართულ ბაზარზე საწვავის შესყიდვის ინოვაციურ ფორმას ნერგავს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს პლასტიკური ბარათის - „ვისოლ ქარდის“ მეშვეობით საწვავი ელექტრონულად, „ვისოლის“ ვებ გვერდის ან TBC PAY-ს აპარატების დახმარებით შეიძინოს და წინასწარ  დაგეგმოს მგზავრობის ხარჯები. ამავდროულად, „ვისოლ ქარდის“ მფლობელები მუდმივად ისარგებლებენ 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლებით შესყიდული საწვავის მოცულობიდან გამომდინარე.
„ვისოლ ქარდზე“ შეიძლება ჩაიტვირთოს სასურველი რაოდენობის ნებისმიერი ტიპის პროდუქტი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან კომპანიის ოფისში მისვლის გარეშე. „ვისოლ ქარდი“ ხარჯების კონტროლის უნიკალური საშუალებაცაა, რადგან მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ვირტუალური ანგარიშით შესაძლებელია შეძენილი პროდუქტის რაოდენობისა და ნაშთის შემოწმება.
img   img   img   img   img   img   img   img   img