ჰაერის ფილტრის შეცვლა

,,ვისოლ ავტო ექსპრესი'' გთავაზობთ შემდეგი ფილტრების შეცვლის სერვისს: 

  • ჰაერის ფილტრი
  • ზეთის ფილტრი
  • საწვავის ფილტრი ( დიზელის და ბენზინის ფილტრები)
  • სალონის ფილტრი



იხილეთ ჰაერის ფილტრის შეცვლის ინსტრუქცია:


 1. სწორად შევარჩიოთ და შევიძინოთ საჭირო ფილტრი


ახალი ფილტრი უნდა იყოს ძველი ფილტრის მსგავსი. მიიღეთ კონსულტაცია ჩვენს სერვის ცენტრებში, რომ აირჩიოთ ის ფილტრი, რომელიც თქვენ ავტომობილს სჭირდება.

 

 

 


 2. გამოვრთოთ ძრავა, გადავრთოთ გადაცემათა კოლოფი  პარკირებაში და გამოვიყენოთ ხელის მუხრუჭი


 3. ვნახოთ ჰაერის ფილტრის მდებარეობა ავტომობილში


ჰაერის ფილტრი მდებარეობს ძრავის თავზე. ძველ ავტომობილებზე ჰაერის ფილტრი მდებარეობს მრგვალი პლასტმასის ან ლითონის თავსახურის ქვეშ.

 

 
 

ახალი ავტომობილების ფილტრს აქვს მართკუთხედი ფორმა და მდებარეობს რადიატორსა და ძრავს შორის.
                                                                                                         




4. მოვხსნათ ჰაერის ფილტრის თავსახური


მოვხსნათ საჰაერო მილი და ყველა ხრახნი რომლითაც საჰაერო ფილტრის თავსახური არის დამაგრებული. ფილტრი არის დამაგრებული მარტივად გასახსნელი სამაგრებით.

 

 

5. ამოვიღოთ ჰაერის ფილტრი

 
თქვენ დაინახავთ მართკუთხედ კარდონისგან დამზადებულ ფილტრს, რომელსაც აქვს რეზინის კანტები. მარტივად ამოვიღოთ ფილტრი ბუდიდან.

 

 


 6. გავწმინდოთ ჰაერის ფილტრის ბუდე

  

შევაერთოდ ჰაერის მილი კომპრესორზე და ჰაერის წნევით ამოვიღოთ მტვერი ან გამოვიყენოთ ვაკუუმი.


 
 
 


 

დავლუქოთ ჰაერის მილი საიზოლაციო ლენტით, რომ მტვერი არ მოხვდეს ძრავში გასუფთავების დროს.

 

 

 

7. შევცვალოთ ფილტრი


შევცვალოთ ძველი ფილტრი ახლით. მარტივად ჩავდოთ ახალი ფილტრი ბუდეში. დავრწმუნდეთ რომ ბუდის კედლები ჰერმეტულადაა ფილტრის კედლებთან დაკავშირებული.

 


8. დავაფაროთ თავსახური

ფრთხილად ჩავსვათ თავსახური თავის ადგილზე და მჭიდროდ დავაწვეთ, რომ ბუდეში ჰერმეტულად ჩაჯდეს.

რომ თავსახური არის სწორედ და უსაფრთხოდ დამონტაჟებული, თორემ ძრავა იმუშავებს ავარიულ რეჟიმში. დავამაგროთ ყველა ხრახნი თავის ადგილზე და შევამოწმოთ ბუდის მდგრადობა.
 

 9.  რეგულარულად შეამოწმეთ ფილტრი რომ მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი ძრავი მტვრისგან;

10.  შეცვალეთ ფილტრი ყოველ 16 000 კმ ( 10 000 მილი). თუ გიწევთ მტვრიან ადგილზე სიარული, მაშინ ფილტრის შეცვლა მოგიწევთ უფრო ხშირად.
img   img   img   img   img   img   img   img   img