ვულკანიზაცია
შ.პ.ს. „ვისოლ ავტო ექსპრესი“-ის ქსელში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ვულკანიზაციის სრული სერვისი.




აუცილებელია საბურავის სწორი მოვლა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება. ყველანაირი მსგავსი სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო ექსპრესის სერვის ცენტრებში. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თუნდაც შეამოწმებინოთ საბურავის მდგომარეობა.

რა უნდა იცოდეთ საბურავების შესახებ

როგორ მოვუაროთ საბურავს?

ნორმალურ პირობებში საბურავი კარგავს ჰაერის წნევის 0.1 ბარს თვეში. ასე რომ, ხშირი შემოწმება ყველაზე მარტივია რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი საბურავისთვის.

4 საბურავის ბრუნვა

იმ ავტომობილის წინა საბურავები, რომელიც წინა წამყვან თვლებიანია ორჯერ უფრო სწრაფად ცვთება ვიდრე უკანა საბურავები. ამას გარდა, საბურავების არათანაბარი ცვეთა შესაძლოა გამოწვეული იყოს მექანიკური პრობლემებით, როგორიცაა არათანაბარი ზომა ან განლაგება.

საბურავის ბალანსირება

რა ხდება თუ თქვენ გრძნობთ ბორბლების ვიბრაციას 80-110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს? ბორბლების ბალანსის დარღვევამ შეიძლება გაართულოს ავტომანქანის მართვა და საწვავის მოხმარების საგრძნობლად მომატება. გირჩევთ ბორბლის ბალანსირებას თითოეული საბურავის ბრუნვასთან ერთად.

საბურავის სარქველის შეცვლა

ჰაერის წნევის დაკარგვა ძალიან საზიანო ფაქტორია საბურავისთვის. როდესაც სარქველები იწყებენ ცვეთას, ან/და როდესაც აკლია საცობები, ჰაერი იწყებს გადინებას. აუცილებელია სარქველების შეცვლა ყოველი უკამერო საბურავის შეძენისას.

საბურავის დაყენება

მოთხოვნა საბურავის სხვადასხა ზომაზე, დიზაინსა თუ სპეციფიკაციებზე იზრდება და იცვლება დროთა განმავლობაში. ეს ყველაფერი კი აუცილებელს ხდის, რომ მუშახელი იყოს კვალიფიცირებული პროფესიონალი. ავტო ექსპრესის ყოველი ტექნიკოსი გადამზადებულია და მუშაობს მაღალი დონის ხელსაწყოებითა და დანადგარებით.

ზედაპირის აღდგენა

ავტო ექსპრესში დაზიანებული საბურავის მოტანის შემთხვევაში ვიწყებთ მთლიანი შემოწმებით. იმ შემთხვევაში თუ ის ექვემდებარება შეკეთებას, ტექნიკოსი ამოავსებს და შეაკეთებს დაზიანებულ ადგილს; საბურავის უკან დაყენებამდე შეამოწმებს ყველაფერს კიდევ ერთხელ.


როგორია თქვენი საბურავი შიგნიდან?

საბურავის ძირითადი კონსტრუქცია იხილეთ სურათზე:
 

img   img   img   img   img   img   img   img   img