კუპერს ფიამის შესახებ


ახალი ბრენდი

„სოჯეფის“ ფილტრების წარმოების ხაზი აერთიანებს ევროპაში ფილტრების  მწარმოებელ ლიდერ კომპანიებს „კუპერსა“ და „ფიამს“. 2009 წლის 1 იანვრიდან ბრიტანული ფილტრების მწარმოებელი კომპანია „კუპერსი“ და იტალიური „ფიამი“ სამომხმარებლო ბაზარზე გაერთიანებული რესურსებით, უფრო მეტად დახვეწილი პროდუქციის ფართო არჩევანით გამოჩნდა და კიდევ უფრო დაიმკვიდრა სახელი.

 

 ხარისხი მემკვიდრეობით

„კუპერისა“ და „ფიამის“ მრავალწლიანი გამოცდილება მრავალ ქვეყანაში:

„ფიამი“ ცნობილია უმაღლესი ხარისხის ფილტრების წარმოებით არამარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. „ფიამი“ აწარმოებს თითქმის ყველა სახის ავტომობილისათვის  ზეთის, საწვავის, ჰაერის და სალონის ფილტრებს.

„კუპერსი“ არის  წამყავნი ბრიტანული კომპანია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ფილტრებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისათვის. მოწინავე ტექნოლოგიები, ინოვაციური დიზაინი და ფილტრების ფართო არჩევანი „კუპერს“ -ს მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ ფილტრების მწარმოებელ კომპანიად წარმოგვიდგენს.

 გაერთიანებული ძალა

„კუპერსისა“ და „ფიამის“ გაერთიანება ყოველ მხრივ გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ისინი თავიაანთ სფეროებში ლიდერები არიან. რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ მიერ წარმოებული ზეთის, საწვავის, ჰაერის და სალონის ფილტრები შეესაბამება ავტომწარმოებლების ხარისხის სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროპული კომანიები არიან მათ სახელი გაითქვეს მთელ მსოფლიოში.

„კუპერს-ფიამი“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს და ლიდერია. წარმოების უახლესი ტექნოლოგიების, დახვეწილი დიზაინის, წარმოების შესაძლებლობების და განვითარების კუთხით.

 „კუპერს-ფიამი“– ხარისხიანი ფილტრების საუკეთესო არჩევანი 

 

img   img   img   img   img   img   img   img   img