ფილტრის შესახებ


ავტომობილის ძრავი ზეთის მიწოდების სისტემის გარდა, ატმოსფერული ჰაერისა და საწვავის მიწოდების სისტემებითაა აღჭურვილი. ძრავის ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი მაღალი ხარისის, სუფთა საწვავს მოიხმარს.  ძრავის ცვეთისა და დაზიანების რისკი იზრდება მაშინ, თუ მის გარეთა ან შიგნითა მხარეს აბრაზიული ნაწილაკები მოხვდა. სწორედ ამიტომაა აუცილებელი  აბრაზიული ნაწილაკების რაოდენობის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა.  ეს ფუნქცია აკისრია ფილტრს.

ავტომობილი შეიძლება აღჭურვილი იყოს სალონის ჰაერის ფილტრითაც. რომელიც არაა კავშირში  კონდიცირების სხვა სისტემებთან. ფილტრაცია არის პროცესი რომლის დროსაც ხდება სითხიდან ან გაზიდან მყარი სხეულების გამოცალკევება. ეს პროცესი ხდება მაშინ, როდესაც ფილტრის ფორებს  წნევით აწვება სითხე.

წნევის ვარდნა, ფილტრის ეფექტურობა და მისი გამოყენების ვადა განსაზღვრავს ფილტრის ფუნქციონირებას:

  • წნევის ვარდნა არის პროცესი, როდესაც ფილტრში ნაკადის შესვლისა და გასვლის წნევა სხვადასხვაა. ის აუცილებელია იყოს მაქსიმალურად დაბალი;
  • ფილტრის ეფექტურობა განისაზღვრება იმით თუ რამდენად წმინდად ხდება ფილტრაცია, რაც საბოლოდ მოქმედებს ძრავზე;
  • ფილტრის გამოყენების ვადა დაბინძურების დონეზეა დამოკიდებული.

ფილტრის გამოუცვლელობამ ან დაბალი ხარისხის ფილტრის გამოყენებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მიგიყვანოთ:

  • სალონის ფილტრის გაუმართაობა ხელს უშლის კონდიცირებას, რაც არაკომფორტულია მგზავრებისათვის და შესაძლებელია მავნე დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს;
  • ბენზინისა და დიზელის ფილტრის გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს ძრავის ეფექტურობის შემცირება და ასევე მისი მწყობრიდან გამოსვლა;
  • ჰაერის ფილტრის გაუმართაობა შეამცირებს ჰაერის მიწოდებას ცილინდრებისათვის, რაც გამოიწვევს მის არაეფექტურ მუშაობას.

დამატებითი ნეგატიური ეფექტები:

  • დამატებითი პრობლემები ავტომობილის მართვის დროს;
  • საწვავის ხარჯის გაზრდა;
  • ჰაერის დაბინძურება.

img   img   img   img   img   img   img   img   img