ნოკიანის საბურავების შესახებ

სუფთა ნედლი მასალა

Nokian Tyres მსოფლიოში პირველი საბურავების მწარმოებელია, რომელმაც წარმოებაში გამოიყენა მხოლოდ სუფთა, ნაკლებარომატული ზეთები ყინვასა და  ნალექიან ამინდში მოჭიდების გასაუმჯობესებლად. განახლებადი საბურავების ზედაპირის შესაქმნელად გამოყენებულია  ნედლი მასალა  და კანოლას ზეთი.

მოწინავე პროდუქტი უსაფრთხოებაში

პროდუქტის მუდმივი განვითარებისა და ტესტირების შედეგად მკვიდრდება ისეთი ტექნიკური ინოვაციები, რომლებიც აუმჯობესებს საბურავების შესაძლებლობებს. ამავე დროს გაუმჯობესებულია უსაფრთხოება და კომფორტი.

დაბალი ხმის საბურავები

ნოკიანის საბურავის პროტექტორი შეიცავს ხმაურის ჩამხშობ რამდენიმე ინოვაციურ დეტალს. ზედაპირის სიგრძივი ღარებისა და არხების უნიკალური სტრუქტურა  უზრუნველყოფს ხმის ჩახშობას.

გამჭვირვალე პროცესები

კომპანია მონიტორინგს უწევს ყველა ოპერაციას მდგრადი განვითარების პერსპექტივით.  ნედლი მასალის ყველა მომწოდებელი გადის მკაცრ შემოწმებას. გამჭვირვალობა თავის თავში ასევე გულისხმობს  სამართლიანობას და დიდ ენთუზიაზმს Nokian Tyres-ის  სამუშაო გარემოში.

ნოკიანი 2005 წლიდან სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს

საბურავების ინდუსტრიაში.

საბურავის სასიცოცხლო ციკლი

 სასიცოცხლო ციკლი აერთიანებს  სხვადასხვა ეტაპს პროდუქტის წარმოებიდან მის გამოყენებამდე. ეს პროცესი იწყება კაუჩუკის ხისგან სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგალითად, ინდონეზიასა ან ტაილანდში და მთავრდება მაშინ, როდესაც საბურავი გაივლის უკვე ნიადაგზე. სასიცოცხლო ციკლით იზომება  ნედლეულისა და პროდუქტების წარმოება,  შენახვა და ა.შ.

სასიცოცხლო ციკლი შეიძლება გავყოთ ოთხ ნაწილად:

http://www.nokiantyres.com/files/nokiantyres/alasivut/blogg-regler1.jpg

ნედლეულის შეძენა და წარმოება

http://www.nokiantyres.com/files/nokiantyres/alasivut/blogg-regler2.jpg

საბურავის წარმოება

http://www.nokiantyres.com/files/nokiantyres/alasivut/blogg-regler3.jpg

საბურავის ექსპლუატაცია

http://www.nokiantyres.com/files/nokiantyres/alasivut/blogg-regler4.jpg

გამოყენებული საბურავების უტილიზაცია

 

Nokian Tyres’ გარემოს დაცვის პოლიტიკას განაპირობებს სასიცოცხლო ციკლი. ეს ნიშნავს, რომ კომპანია აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს  მისი პროდუქტები და საქმიანობა გარემოზე. კომპანიის შესყიდვების პოლიტიკა ავალდებულებს მომწოდებლებს დაიცვან გარემო. ყველა პარტნიორი ვალდებულია დაიცვას ნოკიანის ეს პრინციპი.

 მანქანის მართვისას საბურავების უმეტესობა გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი  ზიანის შესამცირებლად არის საწვავის მოხმარების რეგულირება. საბურავის მოხმარების ინტენსივობა შეიძლება შემცირდეს საბურავის წონის შემცირებისა და ცვეთის გამძლეობის გაზრდით, რაც პირდაპირ აისახება კვამლის გამოყოფის შემცირებასა და ეკოლოგიური გაზის ფორმაციაზე. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს კვამლის გამოყოფაზე არის მძღოლის მართვის სტილი. ეკონომიური მართვა განაპირობებს 10-20 პროცენტით ნაკლები საწვავის მოხმარებას.

ცვეთგამძლეობა 

საბურავების მედეგობა/გამძლეობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან .,ამ განსხვავების დაახლოებით  40 პროცენტი ტრანსფორმირდება საწვავის მოხმარების 6 პროცენტიან   სხვაობაში. ამგვარად, საბურავს ერთდროულად  შეუძლია დაზოგოს ფულიც და გაუფრთხილდეს გარემოს. საწვავის მიმდინარე ფასებით, საბურავი უფრო ეკონომიური ცვეთგამძლეობით  ზოგავს  დაახლოებით 300 ევროს 40000 კილომეტრის მანძილის გავლისას. გონივრული არჩევანი საბურავებისა და ფრთხილი მართვის სტილი ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება  ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას ავტომობილის  მართვის დროს.

 

შეამოწმეთ თქვენი საბურავის წნევის ცვალებადობა

 

1. წნევის ცვალებადობას უზრუნველყოფს მანქანის მძღოლი.

2.      დაიმახსოვრეთ, რომ ტემპერატურა გავლენას ახდენს წნევაზე, ცივ ამინდში წნევა უნდა იყოს უფრო მაღალი ვიდრე  თბილ ამინდში.

3.      არასოდეს შეავსოთ წნევა მანქანის  მართვის დამთავრებისთანავე რადგან ამ დროს  საბურავები ცხელია.

4.      დაიმახსოვრეთ, რომ წნევა უნდა შეამოწმოთ რეგულარულად რეზერვ საბურავზეც კი.

იხილეთ,/ Nokian Tyres  pressure recommendations ყველაზე გავრცელებული საბურავების მოდელებისათვის.

img   img   img   img   img   img   img   img   img