როგორ შევცვალოთ სამუხრუჭე ხუნდები

თუნდაც არ იყოთ დაინტერესებული თუ როგორ უნდა შეცვალოთ სამუხრუჭე ხუნდები თქვენ ავტომობილზეიმის ცოდნა თუ რა ძალისხმევას მოითხოვს მათი შეცვლაგამოგადგებათ ხელოსანთან ურთიერთობისას.

თითქმის ყველა მანქანას აქვს წინა დისკის მუხრუჭებიწინა მუხრუჭები უფრო მალე ცვდება ვიდრე უკანა მუხრუჭებისამუხრუჭე ხუნდების შეცვლა რეკომენდებულია მაშინ, როცა ისინი ძალიან თხელი გახდება და მაშინ როცა მუხრუჭზე ფეხის დაჭერის დროს სამუხრუჭე ხუნდები გამოსცემენ მეტალის ხახუნის ხმას.იმისათვის რომ დროულად აღმოაჩინოთ შესაცვლელი აქვს თუ არა თქვენს ავტომობილს სამუხრუჭე ხუნდები, აუცილებელია ხუნდების სისქის პერიოდულიშემოწმება

 საჭირო ინსტრუმენტები:

  • მექანიკოსის ერთჯერადი  ხელთათმანი;
  • ავტომობილის ასაწევი საყრდენები;
  • საბურავის მოსახსნელი ქანჩი;
  • ხის გრძელი ნაჭერი დუშის ჩასაპრესად;
  • ქანჩ გასაღები (ღია ბოლოთი ან რეგულირებადი ქანჩ გასაღები).

საჭირო პროდუქტი:

  • ახალი სამუხრუჭე ხუნდები;
  • სამუხრიჭე სითხე;

საჭირო პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ვისოლ ავტო ექსპრესი- სერვის ცენტრებში.

საკუთარი ძალებით სამუხრუჭე ხუნდების შესაცვლელად დაგჭირდებათ  საათი

ვისოლ ავტო ექსპრესი-   პროფესიონალი ხელოსნები სამუხრუჭეხუნდებს შეცვლას მხოლოდ 40 წუთში ახდენენ.

სამუხრუჭე ხუნდების შეცვლას გირჩევთ: საბურავი, რომელზეც მუშაობთ, მოაბრუნეთ კუთხით გარეთ, რათა ადვილად მიუდგეთ სამუხრუჭე ხუნდებს. ჯერ ერთი მხარე შეაკეეთ და მერე გადადით მეორეზე.


 სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის ინსტრუქცია:



1. მოვუშვათ საბურავის ქანჩებიავწიოთ მანქანა დომკრატით და დავდგათ  საყრდენები. დავუშვათ დომკრატი დაავტომობილის წონა გადავა საყრდენებზე.

მოვხსნათ საბურავის ქანჩები და საბურავი.  თქვენთვის უკვე ხელმისაწვდომია სამუხრუჭე სისტემა და შეგეძლებათმუშაობის გაგრძელება უსაფრთხოდ.






2. იპოვეთ ორი ჭანჭიკირომლებიც ამაგრებს საყრდენ დისკს ჭანჭიკი გრძელიათუმცა ბოლომდე მოშვებისას ის ადვილადგამოცურდება ბუდიდან.












3. როდესაც ქვედა ჭანჭიკი მოხსნილიასაყრდენი დისკი აიწევა ზემოთ და ჰიდრავლიკის მილი საშუალებას მოგცემთშეასროლოთ თქვენი სამუშაო, შესაბამისად, არ გამოაერთოთ ჰიდრავლიკის მილითუ ხედავთ რომ  ჰიდრავლიკის მილისმოხსნა აუცილებელია, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ
ამ მდგომარეობაში ადვილია სამუხრუჭე ხუნდების სისქის შემოწმებარათა დარწმუნდეთ რომ სამუხრუჭე ხუნდებინამდვილად გამოსაცვლელიაუმეტეს სამუხრუჭე ხუნდებს აქვთ მეტალის დეტექტორი რომელიც გამოსცემს ხმაურსსამუხრუჭე დისკს შეხებისასთუმცა მხოლოდ ეს არ არის იმის ნიშანი, რომ ხუნდები გამოსაცვლელია.


4.  სამუხრუჭე ხუნდი სუსტად არის დამაგრებული სამაგრებითშესაბამისად შესაძლებელია ძველი ხუნდის მარტივადგამოცურება ბუდიდან. 



 


 5. ახალ  ხუნდებს თითქმის ყოველთვის მოყვება ახალი სამაგრები, რომლებიც ხუნდებს აძლევს საშუალებას ადვილად იმოძრაონ. შევცვალოთ ძველი სამაგრი ახლით. სამაგრს არ აქვს ჭანჭიკები, ისინი უბრალოდ ჯდებიან ბუდეში. დარწმუნდით,რომ გამოცვლის დროს არ შეგეშალოთ მარცხენა და მარჯვენა სამაგრები ერთმანეთში.







ხშირად სამუხრუჭე ხუნდებს მოყვება გრაფიტის ცხიმიმსუბუქად წაუსვით ის ხუნდების სამაგრებს, რათა თავიდანავიცილოთ მათი ხმაური.

 


ახალ ხუნდებზე მიკრული თხელი მეტალის ფირფიტა ხელს უწყობს ხუნდების მყარად ჩასმას სამაგრებში და საყრდენ დისკში.

 

 





6. ახალი სამუხრუჭე ხუნდი ადვილად ჩაჯდება ბუდეში, თუმცა ახალი სამაგრები  უფრო მჭიდრო იქნება ვიდრე ძველი.

 


 

 







7. დგუშები აწვებიან სამუხრუჭე ხუნდებსრათა დაამუხრუჭოს ავტომობილმა ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს ერთიდგუში ერთ საბურავზემაგრამ დამუხრუჭების პრინციპი იგივეასანამ ჩავსვავთ ახალ ხუნდებსდგუშები უნდა შევწიოთუკან.

 

8. დგუშების უკან შესაწევად მარტივად შეიძლება გამოვიყენოთ ხის ნაჭერიდგუშის უკან შეწევის დროს სამუხრუჭე სითხებრუნდება რეზერვუარისკენ პატარა დიამეტრის მილითამიტომ დგუშები ნელა შეიწევა უკანთუ თქვენ  ავტომობილს აქვსორი დგუში ერთ საბურავზე აუცილებლად ერთდროულად უნდა მივაწვეთ უკანიმ შემთხვევაში თუ თქვენ მიაწვებითმხოლოდ ერთ დგუშსმეორე დგუში გამოვარდება გარეთ.


 9. როდესაც ვაწვებით დგუშებს, სამუხრუჭე სითხის დონე ნელ ნელა იწევს ზემოთ. გააღეთ სამუხრუჭე ცილინდრის რეზერვუარი და დააკვირდით სამუხრუჭე სითხის დონეს. როდესაც ხუნდები ცვდება, სამუხრუჭე სითხის დონე ქვემოთ იწევს და ხშირად გვიწევს სითხის დამატება, ახალი ხუნდების დამონტაჟების დროს კი ხდება საპირისპირო. უფრო მეტი ყურადღება გმართებთ, როდესაც ცვლით ხუნდს მეორე საბურავზე, რადგან ახალი ხუნდების დამონტაჟებამ შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭე სითხის გადმოსვლა რეზერვუარიდან. თუ შეამჩნიეთ სითხის გადმოღვრის საშიშროება, აუცილებლად ამოიღეთ სითხე რეზერვუარიდან, რადგან სამუხრუჭე სითხის დაღვრამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თქვენი ავტომობილის სხვა დეტალებს.




10.  თუ დგუშები კარგად არის დაპრესილი, საყრდენი დისკი მარტივად ჩაჯდება ბუდეში. თუ დგუშები მოედო სამუხრუჭე ხუნდებს ის ხელს შეგიშლით ბორბლის აწყობაში, დარწმუნდით რომ დგუშები ბოლომდეა შეწეული.

 






11. დავამაგროთ საყრდენი დისკის დამჭერი ჭანჭიკი. მოვარგოთ საბურავი და მაგრად მოუჭიროთ საბურავის დამჭერი ჭანჭიკები.




12. გაიმეორეთ იგივე მეორე წინა ბორბლის მუხრუჭების შესაცვლელად. გახსოვდეთ რომ სამუხრუჭე სითხე უფრო მაღლა აიწევს, რადგან ერთ მხარეს უკვე ახალი ხუნდები არის დამონტაჟებული. არ დაგეღვაროთ სამუხრუჭე სითხერადგან მას  ძლიერი კოროზიული თვისებები აქვს.

 

13. დაძარით მანქანა და გაიარეთ სატესტო მანძილიდარწმუნდით რომ ყველაფერი წესრიგშიაგაითვალისწინეთრომ სამუხრუჭე პედალი უფრო მგრძნობიარე იქნება, თუმცა ამას მალე შეეჩვევით. მთავარია, რომ თქვენს ავტომობილს ახალი სამუხრუჭე ხუნდები აქვსრომლებიც თქვენს უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს.

img   img   img   img   img   img   img   img   img