როგორ შევცვალოთ საქარე მინის საწმენდი

I. შეიძინეთ შესაფერისი საწმენდები

სანამ საწმენდების  შესაძენად წახვიდოდეთ, დარწმუნდით იცით თუ არა თქვენი მანქანის ზუსტი მონაცემები. მაგ: გამოშვების წელი, მწარმოებელი, მოდელი  და სხვა მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტომობილის ,,ტიპს".

 

ეწვიეთ ვიანორის უახლოეს მაღაზიას. თქვენი მანქანის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისთანავე  ჩვენი წარმომადგენლები შემოგთავაზებენ რამდენიმე ვარიანტს.   შესაძლოა იყოს ბევრი ვარიანტი (როგორც წესი გჭირდებათ სხვადასხვა საწმენდის შეძენა თითოეული მხარისთვის). უმჯობესია  ორივე საქარე მინის საწმენდის ერთდროულად შეცვლა, რადგან თუ ერთი გაფუჭდა არც მეორე იქნება კარგ მგომარეობაში.

II.მოხსენით ძველი საწმენდები

პირველ რიგში დავაყენოთ  მთლიანი საწმენდი ვერტიკალურ მდგომარეობაში. შემდეგ მოვატრიალოთ პერპენდიკულარულად  ისე, რომ ჩანდეს რკინის ღერძი. თქვენ შეამჩნევთ  პატარა საკიდს ღერძის მხარეს . მოქაჩეთ საკიდი (თქვენ გაიგებთ სპეციფიკურ ხმას), ამის შემდეგ ჩამოქაჩეთ საწმენდი ქვევით.  ახლა, როცა საწმენდი და  მთავარი ღერძი დაშორდა ერთმანეთს,  მოაშორეთ საქარე მინის საწმენდი  ერთ-ერთი ხვრელის საშუალებით, რომელიც საწმენდზეა. საწმენდების მოშორების შემდეგ მთავარი ღერძი  რჩება დაუცველი მეტალის სახით, ასე რომ არ დატოვოთ  ვერტიკალურ მდგომარეობაში როდესაც ახალი საწმენდების საყიდლად წახვალთ. თუ ისინი ჩამოვარდა ეს საზიანო იქნება თქვენი საქარე მინისთვის.

*თუ თქვენი საკიდი ჩატეხილია, შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაღები ნარჩენი ს ამოსაღებად.

III.დაამაგრეთ ახალი საწმენდები  

აიღეთ ახალი საწმენდი და გაუყარეთ  ღერძის სპეციალურ ხვრელში, ისე რომ ასწიოს  საწმენდი ზევით. იმის გასარკვევად თუ რომელი ხვრელია შესაფერისი დასამაგრებლად, საკეტი მოაქციეთ პერპენდიკულარულ მდგომარეობაში საწმენდის მიმართ და გაასწორეთ

ისე რომ ღერძის კაუჭი  საკეტს დაეფაროს. როდესაც ღერძი იქნება ხვრელის შიგნით, გაასწორეთ კაუჭი საკეტის მიმართ  და მიიტანეთ ერთმანეთთან ახლოს. თქვენ   გაიგებთ  საკეტის ტკაცუნს როდესაც ის ჩაიკეტება. 

ჩამოუშვით ღერძი, გაავლეთ და გაიმეორეთ იგივე მეორე საქარე მინის საწმენდის შემთხვევაშიც.

img   img   img   img   img   img   img   img   img