საბურავების შესახებ

საბურავი არის ერთადერთი  კონტაქტი გზასა და მანქანას შორის; მათ უნდა უზრუნველყონ კომფორტული მგზავრობა, ამასთანავე უსაფრთხო და კონტროლირებადი მანევრირება.

საბურავი იქმნება სხვადასხვა მასალის ზუსტი კომბინაციით.  ერთი საბურავის დამზადებაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 200-ზე მეტი ნედლი ნივთიერება. საბურავის გარსი, რომელიც უშუალოდ მოდის კონტაქტში გზასთან ფორმირებულია სხვადასხვა შრეებად. რეზინის შენაერთი შექმნილია მიწასთან კარგად მოჭიდებისთვის და წინააღდეგობას უწევს ხახუნის ძალით გამოწვეულ ცვეთას.

საბურავის ისტორია

საინტერესოა საბურავის განვითარების ეტაპები და მისი გაუმჯობესების მოკლე ისტორია.

1800-იან წლებში, ჩარლზ მაკინტოში ატარებდა ცდებს ლატექსზე, როგორც საბურავის მაალაზე. ეს არის სითხე რომელიც მოიპოვება ამაზონის დაბლობის ხეებიდან სამხრეთ ამერიკაში. ის ცივი ამინდების დროს ხდებოდა მყიფე, ხოლო  სიცხეებში  - ძალიან წებოვანი. მასზე ცდების ჩატარება  გავრცელდა ევროპასა და ამერიკაშიც, იმ მიზნით რომ კარგად შეესწავლათ მისი თვისებები და სამომავლო შესაძლებლობები.

1845 წელს კი სკოტ რობერტ ვილიამ ტომსონმა დააპატენტა პნევმატური რეზინის საბურავი. ამავდროულად დანლოპმა, რომელიც სახლში ატარებდა ცდებს საკუთარი შვილის ველოსიპედზე, რათა ის უფრო კომფორტული გაეხადა, დააარსა Dunlop Rubber კომპანია და მოიგო კანონიერი ბრძოლა ტომსონთან.

1891 წელს, ორმა აგრონომ-ინჟინერმა გამოიგონა პირველი მოსახსნელი პნევმატური საბურავი, კლერმონტ-ფერანდში, ცენტრალურ საფრანგეთში.

1947 წელს გამოვიდა პირველი რადიალური საბურავი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სატრანსპორტო ინდუსტრიაში;  ეს იყო მნიშვნელოვანი ინოვაცია საბურავების ტექნოლოგიურ განვითარებაში დანლოპის პირველი გამოყენებადი პნევმატური საბურავის შემდეგ და სწორედ ეს საბურავია პირველადი ვერსია დღევანდელი საბურავებისა.


როდის უნდა გამოცვალო  საბურავი?

როდესაც შეამჩნევთ საბურავის ქმედითობის გაუარესებას, ის აუცილებლად გამოსაცვლელია.  მაგალითად,  მანქანა ვერ ეჭიდება სათანადოდ  ნიადაგს ცუდი ამინდის პირობებში ისე, როგორც ჩვეულებრივ ამინდში, ან მას სჭირდება მეტი დრო დამუხრუჭებისას.

ფაქტია, რომ საბურავების უნარიანობის საკითხი ვერ გაირკვეს მარტივად გარკვეულ შემთხვევებში, ამიტომ საჭიროა რეგულარული შემოწმება კომპეტენტური პირის მიერ. მძღოლის  პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს იმაში, რომ საბურავის ცვეთის კოეფიციენტი არ აღემატება კანონით დადგენილ ლიმიტს, ანუ 1,6 მილიმეტრს. რომ გაადვილდეს ცვეთის დონის იდენტიფიცირება,  საბურავების მწარმოებლებმა ჩამოაყალიბეს ცვეთის ინდიკატორები (T.W.I), რაც ხშირ შემთხვევაში დატანილია საბურავის საფარის დიზაინზე. მაშინ როდესაც საბურავი მიაღწევს ცვეთის მაქსიმალურ დონეს აუცილებელია მისი გამოცვლა.

აგრეთვე,  არსებობს მრავალი  სხვა მიზეზი რის გამოც საჭირო ხდება საბურავის შეცვლა.   მაგალითად, მაშინ როდესაც ბორბლები არ არის ერთ სწორ ხაზზე განლაგებული, ან ერთი ბრუნავს უფრო სწრაფად, ვიდრე მეორე და ა.შ. ასევე, ის  ცვდება არა მხოლოდ ხმარების შედეგად, არამედ სწრაფი დამუხრუჭებითაც.

შეამოწმეთ ცვეთა და წნევა კვირაში ერთხელ და დააკვირდით მის ზედაპირს ყოველთვის, როდესაც ავსებთ საწვავის ავზს.

img   img   img   img   img   img   img   img   img