როგორ შევცვალოთ ნათურები
საბედნიეროდ ნათურების შეცვლა საკმაოდ მარტივი და უმტკივნეულო პროცესია.
თქვენ დაგჭირდებათ: ახალი ნათურები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ვიანორის უახლოეს მაღაზიაში. (ის აუცილებლად უნდა შეირჩეს თქვენი ავტომობილის მოდელის შესაბამისად); აგრეთვე, ხელსაწმენდები და სახრახნისი.

 
მოათავსეთ ნათურის დამჭერი
ნათურები ხელმისაწვდომია ძრავის კაბინიდან , ანუ მანქანის შიგნითა ნაწილიდან და არა გარე ფასადიდან.
 
გამოაერთეთ სადენები
სადენები შეერთებულია ჩამრთველში ნათურის ძირში მდებარე პლასტმასის დამჭერში, მეტალის სამაგრში ან ხრახნიან ჩასადებში. პლასტმასის შემთხვევაში იქნება პატარა ბერკეტი, რომელიც უნდა ჩამოქაჩოთ ქვევით სადენის გამოერთებისას; მეტალის დროს პირიქით უნდა აწიოთ მაღლა, ხოლო ხრახნიანის შემთხვევაში შეგიძლიათ მოუშვათ ბრუნვითი მოძრაობებით.
 
მოხსენით ძველი ნათურები
უკვე როდესაც სადენები გამოერთებულია შეგიძლიათ თავისუფლად გამოიღოთ სანათური და ამოაძროთ თვითონ ნათურა ისე რომ ღერძს არ გაუშვათ ხელი. შესაძლოა დაგჭირდეთ დატრიალება.
 

გაწმინდეთ და დააყენეთ ახალი ნათურა

დაიჭირეთ ახალი ნათურა ხელსახოცით ან ხელთათმანით, რათა არ დაისვაროს. კარგი იქნება თუ მას გაწმენდთ ალკოჰოლის შემცველი ხელსახოცით. შემდეგ მოათავსეთ იგი თავის სამაგრში და დაატრიალეთ. ამის შემდგომ შეგიძლიათ უკან დაახუროთ ნათურის დამჭერი და შეაერთოთ ყველა სადენი. ავტომობილის ექსპლუატაციამდე მოსინჯეთ მუშაობს თუ არა ყველა ნათურა გამართულად.
img   img   img   img   img   img   img   img   img