როგორ შევცვალოთ ანთების სანთლები

ანთების სანთლების შეცვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეთაგანია მანქანის შეკეთბისას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორად გაკეთება, რათა ავტომობილის ელექტრო სისტემამ გამართულად და ეფექტურად იმუშაოს. საჭირო აღჭურვილობით შეგიძლიათ თქვენით შეცვალოთ, გაწმინდოთ და დაარეგულიროთ სანაპერწკლე ჭრილი.

 

პირველ რიგში აუცილებელია ამოვიღოთ ძველი სანთლები

ფრთხილად მოკიდეთ ხელი ანთების სანთლის სადენს შეერთების ადგილში, დაატრიალეთ და პირდაპირ ამოაძრეთ.  რბილი ნაჭრით ან პატარა ფუნჯით გაწმინდეთ ის ადგილი, სადაც ანთების სანთელი უერთდება ბლოკს.

 

დააყენეთ ახალი ანთების სანთლები

შეცვლის პროცესში ცალცალკე იმუშავეთ თითოეულ სანთელზე; ჯერ ერთი ამოიღეთ, დაათვალიერეთ, გაწმინდეთ და თუ ექვემბდებარება განახლებას - დაარეგულირეთ სანაპერწკლე ჭრილი. ყოველი სანთლის სადენი უნდა ერთდებოდეს სწორ წყაროსთან. ამიტომ,  ნუ გამოაერთებთ სადენის ორივე დაბოლოებას ერთდროულად.

ახალი ანთების სანთლის დასაყენებლად მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

გაწმინდეთ მოსათავსებელი ხვრელი რბილი და სუფთა ნაჭრით;

დაზეთეთ თავად სანთლის ხრახნიანი ნაწილი;

ფრთხილად დაიწყეთ ჩასმა ბრუნვითი მოძრაობით საათის ისრის მიმართულებით;

გააკეთეთ მინიმუმ ორი სრული ბრუნი სანამ დაიწყებთ ქანჩის გამოყენებას;

გააგრძელეთ ბრუნვითი მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით ახლა უკვე ქანჩით მანამ, სანამ არ იგრძნობთ წინააღმდეგობას;

შეამოწმეთ ანთების სანთლის სადენი სანამ საბოლოოდ შეუერთებთ დაბოლოებას;

 * გაიმეორეთ იგივე მოქმედებები თითოეულ სანთელზე.

 

სანპერწკლე ჭრილის რეგულირება

მანძილი ანთების სანთლის ცენტრსა და გვერდით ელექროდებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ზუსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანთების სანთლები არ აინთება. სანაპერწკლე ჭრილის რეგულირება სწორედ ამ მანძილის გასწორებას გულისხმობს. ამ პროცედურის ჩატარება საჭიროა როგორც ახალი, ასევე ძველი სანთლების შემთხვევაში. ამისათვის თქვენ სპეციალური ხელსაწყოები დაგჭირდებათ.

 

 

img   img   img   img   img   img   img   img   img