ვალეო

ვალეო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია საავტომობილო ნაწილების ბიზნესში. ის თანამშრომლობს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ყველა ძირითად მანქანის მწარმოებელ კომპანიასთან. კომპანია სრულად არის მობილიზებული სხვადასხვა ნაწილების, ინტეგრირებული სისტემებისა და მოდულების დიზაინზე, წარმოებასა და გაყიდვებზე საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამავე დროს ხელს უწყობს CO2 - ით გამოწვეული ეკოლოგიურ დაბინძურებასთან ბრძოლას.

ვალეოს ორი მიმართულება გააჩნია: დამოუკიდებელი ბაზარი  (დისტრიბუტორები, ავტოსადგომები, ავტოცენტრები) და საავტომობილო ნაწილების სარელიზაციო ქსელი.

ლოჯისტიკისა და მარკეტინგული აქტივობების კომბინაცია ზრდის საბოლოო შედეგის ეფექტურობას. ვალეოს მომსახურების სერვისი ჯგუფის მთლიანი საქმიანობის 18%-ს შეადგენს.

ვალეო სხვადასხვა დილერებს, ავტონაწილების დისტრიბუტორებსა და დამოუკიდებელ ავტოსადგომებს სთავაზობს პროდუქტების ფართო ასორტიმენტსა და უმაღლესი დონის სხვადასხვა სახის მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

თავის მომხმარებლებს კი ვალეო სთავაზობს სრულ პროფესიულ მომსახურებასა და მხარდაჭერას ტექნიკურ საკითხებში, ისევე როგორც გაყიდვების სფეროში.

ვალეო არის ლიდერი ავტმობილის 12 ნაწილის წარმოებაში:

გადაბმულობა

საწმენდი სისტემები

განათების სისტემები

დასაქოქი სისტემები (სტარტერი)

სამუხრუჭე სისტემები

ძრავის გამაგრილებლები

ჰაერის კონდიციონერი

ელექტრო სისტემები

დაცვის სისტემები

ელექტროობა

ძრავები და

ბრენდ ვალეოს ანთების სანთლები, ნათურები და საქარე მინის საწმენდები შეგიძლიათ შეიძინოთ ვიანორის სერვის ცენტრებში.

img   img   img   img   img   img   img   img   img