როგორ შევამოწმოთ ზეთის დონე ავტომობილში ???

აუცილებლად შეამოწმეთ ზეთი ყოველ 1000 კმ-ზე. გქონდეთ ეს ჩვევასავით, განსაკუთრებით დიდი მოგზაურობის დაწყებისას. 

 

ზეთის ოპტიმალური დონე ნიშნავს, რომ:

  • თქვენ ამაღლებთ ძრავის ეფექტურ სიმძლავრეს და აკეთებთ საწვავის ეკონომიას;
  • თქვენ ამცირებთ ძრავის შემადგენელი ელემენტების დროდადრო წარმოქმნილ ცვეთას;
  • თქვენ ხელს უშლით დანალექების წარმოქმნას და კოროზიის განვითარებას;
  • თქვენ ამცირებთ მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას ატმოსფეროში.


ზეთის სწორი შერჩევა წარმოადგენს აუცილებლობას თქვენი ძრავის ტექნიკური მახასიათებლებისთვის და მომსახურეობის ვადისთვის. ზეთის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგ კრიტერიუმებზე:

  • ავტომობილის ტიპზე;
  • მოძრაობის სტილზე;
  • ძრავის ტექნიკურ მდგომარეობაზე.
  • თუ ზეთის ხარჯი შეადგენს 1 ლიტრზე მეტს 1000 კმ-ზე, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ავტოსერვისს.


  
  ზეთის დონე მოწმდება სავალი ნაწილის სწორ ზედაპირზე, ძრავის გამორთვის მომენტიდან არანაკლებ 5 წუთის შემდეგ
  ამოწიეთ ზეთის დონის მზომი

  გაწმინდეთ იგი და ჩაუშვით ბოლომდე, დაელოდეთ რამოდენიმე წამს ხელმეორედ შემოწმებამდე

  შეამოწმეთ ზეთის დონე MIN და MAX ნიშნულებს შორის. თუ ზეთის დონე მდებარეობს  MAX ნიშნულს ქვემოთ – თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ საზეთი მასალის დამატება.  
 
დაამატეთ საზეთი მასალა თანაბარ პორციებად


  ხელმეორედ შეამოწმეთ ზეთის დონე და გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა მანამდე ვიდრე ზეთის დონე არ მიაღწევს MAX ნიშნულს. არ დაუშვათ ზეთის დონის აწევა მოცემულ MAX ნიშნულს ზემოთ! ჩაუშვით ზეთის დონის მზომი თავის ადგილას

 
შეამოწმეთ ზეთის დონე ყოველი 1000 კმ. გარბენის შემდეგ. 

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ  


img   img   img   img   img   img   img   img   img