თარიღი: 05.10.2012
ვისოლის „ავტო ექსპრესი“ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და სერვისების სრულ პაკეტს შესთავაზებს. ამიერიდან, „ავტო ექსპრესის“ ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ფრანგული „ტოტალისა“ და „ფინას“ ზეთების, „ატეს“, „ტექსარის“ და „აბს-ს“ ფირმის გერმანული და ჰოლანდიური წარმოების ხუნდების, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებისა და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული სერვისის მიღება ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში შეეძლება.